შს და განათლების სამინისტროები დანაშაულის პრევენციის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს-ს შენობა
საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით, კვირას, 3 დეკემბერს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა პარასკევს მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ 16 წლის მოზარდები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისათვის ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორე იძებნება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: მკვლელობაზე დაკითხული 150 კაციდან, ცოტამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი

შეხვედრაზე მინისტრებმა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

შეხვერდაზე ასევე ისაუბრეს სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

შეხვედრაზე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის ძირითადი ამოცანები.

„ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის მიზეზი

სამუშაო ჯგუფში გაერთიანდებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

მინისტრების გადაწყვეტილებით, საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.


ყველა ახალი ამბავი
0