ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

© AP Photo / Eric Risbergბადრაგი ხელბორკილებით ხელში
ბადრაგი ხელბორკილებით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა ყოფილ მეუღლესა და პოლიციის თანამშრომლებს რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ ცოლ-ქმარს შორის 30 ნოემბერს მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გამოძახებულ პოლიციელებს მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. 

შემდეგ მან დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ. მამაკაცმა კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბოროტმოქმედი დაიჭრა.

შეიარაღებული მამაკაცი - Sputnik საქართველო
თბილისში ოჯახური გარჩევა პოლიციასთან სროლაში გადაიზარდა — დაჭრილია ცოლ-ქმარი

დაჭრილები გადაიყვანეს საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდგომ ორივე მათგანი გამოწერეს. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

2017 წლის 01 დეკემბერს მოქალაქე ბ.ბ-ს, ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-ე, 109-ე და 353-ე მუხლებით („განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში“ და „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“).

ბ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0