ქირურგი: პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ამ დრომდე სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება

© FB / News Rustaviდავით ლოლაძე
დავით ლოლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik.  ქირურგმა დავით ლოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარასკევს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა.

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური ჰემოდინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მიმდინარეობს, ამისთვის რეანიმაციული ღონისძიებები ტარდება, პაციენტს გაუკეთდა სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია“, — განაცხადა ლოლაძემ.

ქირურგის თქმით, სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ვინაიდან არ ხდება სისხლის ზოგადი შედედება, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში მიყვანის წუთიდანვე მიმდინარეობს სისხლის გადასხმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული

გუშინ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოსწავლეს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმე რჩება.


ყველა ახალი ამბავი
0