მერის დავალება შესრულებულია: წურწუმიას ქუჩაზე ასფალტი დაიგო

© FB / Kakha Kaladzeთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი კვირის წინ, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულება სთხოვა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგების პროცესი დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ორი კვირის წინ, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის  რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულება სთხოვა. 

პროექტის ფარგლებში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარი 800-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო, ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყო და სანიაღვრე ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

კახა კალაძის თქმით, წურწუმიას ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. გზის საფარის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვალა. აღნიშნულ სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ასრულებდა.

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
როგორ დარეგულირდება საცობები: რაზე შეთანხმდნენ თბილისის მერი და შს მინისტრი

„კომპანიამ არსებული პრობლემის მოგვარებისთვის კომუნიკაციების სრულიად ახალი სისტემა მოაწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს უკვე დასრულებულია სამუშაოები, მიმდინარეობს მორეცხვა და  დაახლოებით, 20 დღეში უკვე გზის მოხაზვა დაიწყება. მოქალაქეებს კი, ამ ქუჩაზე კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ“, — განაცხადა კახა კალაძემ. 

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე  წლის პირველი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის  3,4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.  

შესრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე  მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, პარასკევს ადგილზე გაეცნო.


ყველა ახალი ამბავი
0