გორის სამხედრო ჰოსპიტალი დევნილებს უფასოდ ემსახურება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ცენტრალური საავადმყოფო
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული, საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ–პროგრამა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული პროგრამის ინიციატორია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

საცხოვრებელი ბინა - Sputnik საქართველო
საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ბინებით 15,8 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა

კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმები ატარებენ. პაციენტების პირველ ნაკადს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 2-3 დეკემბერს, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ.

პროგრამის მიმდინარეობას გორში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეცნენ და ექიმებისა და პაციენტებისგან ინფორმაცია პირადად მოისმინეს. 

დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფართოებული შემოწმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფარგლებში, უწყებათაშორის თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0