აჟიოტაჟი საქართველოს ტელებაზარზე: პროვაიდერებს გადახდა არ სურთ

© photo: Sputnik / Kirill Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიქალბატონი ტელევიზორს უყურებს
ქალბატონი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახდება თუ არა ფასიანი „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „მაესტროსა“ და სხვა არხების ტრანსლაცია კაბელურ ქსელებსა და ინტერნეტში, ამას სასამართლო გადაწყვეტს

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კამათი ტელევიზიის პროვაიდერ კომპანიებსა და კომპანია GMR-ს შორის, რომელმაც წამყვანი ქართული არხების ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, გაზაფხულიდან არ წყდება.

საქართველოში ტელევიზიის 40-მდე მცირე და საშუალო პროვაიდერი კომპანია ფუქნციონირებს, ასევე ორი მსხვილი კომპანია — „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“. 

კომპანია GMR-ის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან საკაბელო ქსელებითა და ინტერნეტით „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“, GDS-ის, „კომედი არხის“ და „მარაოს“ ტრანსლაცია ფასიანი ხდება. ამან პროვაიდერები აღაშფოთა. ისინი გადახდაზე და არხების გათიშვაზე უარს აცხადებენ. მათ არაერთი საპორტესტო აქცია გამართეს.

„არ გვაქვს გათიშული და არც ვაპირებთ გათიშვას, გვიჩივლონ“, — განაცხადა შპს „ნიუკომის“ დირექტორმა, ზაზა აგლაძემ.

ასევე არ გაუთიშია არხები პორტალ myvideo.ge-ს, რომელმაც კომპანია GMR-ის გადაწყვეტილებას „ტელეკომპანიების კარტელური გარიგება“ უწოდა.

„ჩვენ პორტალზე არცერთი არხი არ გაითიშება“, — ნათქვამია პორტალის განცხადებაში.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
სუს-მა ნიკა გვარამიას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ ინფორმაცია გააცნო

კომპანია GMR თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ პროვაიდერი კომპანიები ტრანსლაციის საფასურს მხოლოდ უცხოურ არხებს უხდიან.

პროვაიდერი კომპანიები საპროტესტო აქციებს ადრეც მართავდნენ, მას შემდეგ, რაც GMR-მა თავისი მოთხოვნა პირველად გაახმოვანა. პროტესტის ნიშნად მათ ერთხელ მთელი დღით ქართული ტელეარხები გათიშეს.

ამასთან, მსხვილი პროვაიდერი კომპანიები — „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ GMR-ს უკვე შეუთანხმდნენ. „სილქნეტის“ ფასები უცვლელი დარჩა, „მაგთიკომმა“ კი ტარიფი გაზარდა.

GMR-ის დამფუძნებელია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ზურაბ ნაკეური. კომპანია 2017 წლის აპრილის ბოლოს დაფუძნდა. იმავე წლის მაისში კომპანიამ ექვსი ტელეარხის დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. მათგან სამი — „რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“ ერთ ჰოლდინგად არის გაერთიანებული.

მეორე ჰოლდინგს წარმოადგენს ტელეარხი „იმედი“,GDS და შპს „სტუდია მაესტრო“, რომელიც ტელეარხ „მაესტროს“ მმართველია.

მცირე და საშუალო პროვაიდერი კომპანიები და პორტალი myvideo.ge GMR-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. გარდა ამისა, დაწყებულია მოლაპარაკებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0