„ოცნება“: ჩატაევი სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებასთან კავშირშია

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახმედ ჩატაევი, რომელმაც თბილისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თავი აიფეთქა, საქართველოში პირველად 2010 წელს გამოჩნდა

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებს, რომ ტერორისტი ახმედ ჩატაევი საქართველოში პირველად მოხვდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ხელისუფლების ინიციატივით.

„ჩატაევი 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის მიზნით ჩამოიყვანა. მათ განაცხადეს, რომ მას თითქოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად, მაგრამ მოგვიანებით გაუშვეს. და ამის შემდეგ ის პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა“, — განაცხადა გოგიჩაიშვილმა, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ტერორისტ ჩატაევს ჩაბარებას სთავაზობდნენ - სუს-ი სპეცოპერაციის შესახებ

ამაზე საპასუხოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ იმას, თუ რით იყო დაკავებული ჩატაევი 2012 წელს მომხდარ დაკავებამდე, მნიშვნელობა არ აქვს. 

პირველად ჩატაევი საქართველოში 2010 წელს აღმოჩნდა, როდესაც უკრაინიდან მისი ექსტრადირება მოხდა, მაგრამ ცნობილი ის 2012 წლის აგვისტოში გახდა, როდესაც ის ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის განიარაღების სპეცოპერაციის ფარგლებში სოფელ ლაფანყურთან დააკავეს. მას ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, მას ყველა ბრალდება მოუხსნეს და ის გაათავისუფლეს.

2014 წელს ჩატაევმა საქართველო დატოვა, და, გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. 2015 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ის ტერორისტად აღიარეს.

საქართველოში ჩატაევზე 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ ალაპარაკდნენ. მედიის ინფორმაიით, სამი ლიკვიდირებული დამნაშავიდან ის ერთ-ერთი იყო. თუმცა სუს-მა ეს ინფორმაცია მხოლოდ 1 დეკემბერს დაადასტურა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
იყო თუ არა კავშირი თურქეთის მოქალაქის დაკავებასა და თბილისის ოპერაციას შორის

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 საათს გაგრძელდა — ის 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და აქტიურ ფაზაში 22 ნოემბრის ღამეს გადავიდა. პერიოდულად მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. დაკავებულია ერთი პირი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, სამი გარდაცვლილია. მათგან ორი ლიკვიდირებულია, ერთმა — ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ჩატაევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა და ხელისუფლების მისამართით მან მუქარის წერილიც კი გამოგზავნა, რომელშიც აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა, რომელსაც „ისლამურ სახწლმწიფოსთან“ კავშირების გამო 14 წელი მიუსაჯეს. 

იმის შესახებ, რომ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იმიგოვმაც განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩატაევის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობების შესახებ სპეცოპერაციამდე ორი თვით ადრე კითხულობდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0