საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არ გემუქრებათ

© AP Photo / Brennan Linsleyმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერმა გივი შანიძემ საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის სასჯელის გაუქმებას მიაღწია

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გაუქმებასა და დეკრიმინალიზაციას  მოითხოვდა.

სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მარიხუანის მოხმარება  ნაკლები საფრთხისშემცველია საჯარო ინტერესისთვის,  რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკის გავრცელების საშიშროება მცირეა. ამასთან, სამართლებრივი სასჯელის გამოყენება, რათა პირმა საკუთარი ჯანმრთელობა არ დაიზიანოს, ეწინააღმდეგება თავისუფალი საზოგადოების პრინციპებს. 

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში მცირე რაოდენობის მარიხუანის გამო სასჯელი პატიმრობა აღარ იქნება

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანის მოხმარება არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და არ განიხილება  სსკ–ის 273–ე მუხლით – „მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“.

მოსარჩელე გივი შანიძის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოქმედი ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.

სარჩელის თანახმად, მარიხუანის მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით და პირის უფლებაა  საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“, – ნათქვამია სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა, ამ შემთხვევაში როგორც მოპასუხე მხარემ, ვერ შეძლო წარმოედგინა  დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.  

ველური მაიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია

ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება იმის,  რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის დაცვა და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა – ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება როგორც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური