პოლიტიკური ელფერი, ანუ როგორ მოუგო მერაბიშვილმა საქართველოს 4 ათასი ევრო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ქვეყნის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად აღიქვეს

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას არ შეიძლება პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და დაადგინა, რომ მისი წინასწარი დაკავება 2013 წლის დეკემბერში მასზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენეს. მერაბიშვილის ადვოკატი და მომხრეები ამტკიცებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საჭიროა მისი გათავისუფლება.

„ვანო მერაბიშვილის დაკავება ცნობილ იქნა კანონიერად, წინასწარი პატიმრობა ცნობილი იქნა კანონიერად და უარყოფილი იქნა ვანო მერაბიშვილის მრავალთვიანი და მრავალწლიანი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის პოლიტიკური მოტივით იყო პატიმრობაში. დიდმა პალატამ ერთხმად თქვა, რომ ეს დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი და თქვა ასევე ის, რომ პოლიტიკური ელფერი სახეზე არ ყოფილა", — განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" – შს ყოფილმა მინისტრმა სტრასბურგში საქმე მოიგო

საქმე ეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, რომელიც მერაბიშვილის საპატიმროდან მალულად გაყვანას ეხება, მაშინ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

მერაბიშვილის თქმით, 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც თითქოს მუქარით ითხოვდა მერაბიშვილისაგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას.

მერაბიშვილის ადვოკატები საჩივარში უთითებდნენ, რომ ყველაფერთან ერთად, ხელისუფლებას მერაბიშვილის გზიდან ჩამოცილება სურდა, რომელიც იმ დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი იყო.

„დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება საკნიდან გაყვანის ფაქტს. სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო იმის განხილვას ემსახურებოდა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლტიკიდან და დაადგინა გადაწყვეტილებაში, რომ არ ემსახურებოდა. ყველანაირი მტკიცება და სპეკულირება იმისა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ მიზანს ატარებდა, უარყოფილია სტრასბურგი მიერ", — დასძინა წულუკიანმა.

„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილი თავის საჩივარში საქართველოს ხელისუფლებისგან მორალური კომპენსაციისთვის 15 ათასი ევროს გადახდას მოითხოვდა, თუმცა ქვეყანას მხოლოდ 4 ათასი ევრო სამი თვის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა.

მერაბიშვილის მხარდამჭერ გადაწყვეტილებას ხმა მისცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ცხრა მოსამართლემ, ხოლო წინააღმდეგ წავიდა — რვა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა. რას ვიზამთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. თუმცა, ეს არანაირად არ ეხება პატიმრობის კანონიერებას", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარიმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის ბრალდებულია სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებში – 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0