მორიგი საკადრო წმენდა თბილისის მერიაში: ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და ეფექტურობის მიზნით, უქმდება დავით ნარმანიას მერობის დროს შექმნილი 19 კომისიაც.

თბილისი,29 ნოემბერი — Sputnik. ქალაქის მთავრობა მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით გამოდის, განაცხადა დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.

„დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ“, აღნიშნა ქალაქის მერმა. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
კალაძე მოქმედებებზე გადავიდა - თანამდებობიდან გათავისუფლებული ჩინოვნიკები დასახელდნენ

თბილისის მერიამ შესაბამის სტრუქტურებს ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით უკვე მიმართა. 

გარდა ამისა, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და ეფექტურობის მიზნით, უქმდება დავით ნარმანიას მერობის დროს შექმნილი 19 კომისიაც. 

„კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, — აღნიშნა კახა კალაძემ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ  ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა. კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და უნებართვო მშენებლობების დროული დემონტაჟი დაავალა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მინუს ერთი მოადგილე: ნიკოლეიშვილი შსს–ში გადავიდა

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ, სამშენებლო წესების დარღვევას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, — განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მკაცრი ზომების მიღება და უნებართვო მშენებლობების დროული დემონტაჟი დაავალა. 

კალაძემ ქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 12 ნოემბერს მერის მოვალეობების აღსრულების დაწყებისთანავე გააკეთა. მან საქალაქო სამსახურების უფროსებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიზნით მუშაობის დაწყება ქალაქის მთავრობის პირველივე სხდომაზე დაავალა.

გარდა ამისა, ახალი მერი მერიის სტრუქტურის შეცვლას გეგმავს, რაც საქალაქო სამსახურების სახეცვლილებას ან მათი ნაწილის გაერთიანებას გულისხმობს.

ხატია გიგოლაშვილი

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0