კალაძე მოქმედებებზე გადავიდა - თანამდებობიდან გათავისუფლებული ჩინოვნიკები დასახელდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიაში საქალაქო სამსახურების პირველი პირები შეიცვალა

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ თბილისის არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურების, ასევე საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელები შეცვალა, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეიმურაზ ბოლოთაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე ირაკლი თავართქილაძემ შეცვალა.

ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძეა. მან თემურ თორდინავა შეცვალა.

კახა კალაძე ქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
კალაძე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელახლა დაწერს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე გახდა, მანამდე სამსახურს ნუგზარ ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ყველა ეს სტრუქტურა თბილისის მერიას ექვემდებარება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

თბილისის მერიაში რეფორმები კალაძემ 12 ნოემბერს დააანონსა, როდესაც შეუდგა მერის უფლებამოსილების აღსრულებას. კალაძემ ქალაქის მთავრობის პირველივე სხდომაზე საქალაქო სამსახურების უფროსებს სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობის დაწყება დაავალა. ახალი მერი საქალაქო სამსახურების გაერთიანებას ან შეცვლას გეგმავს.

ადრე კალაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს პროფესიონალი თანამშრომლების გათავისუფლებას.

ყველა ახალი ამბავი
0