ახმეტ ჩატაევის კვალი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

© Courtesy of IPN.GEახმედ ჩატაევი
ახმედ ჩატაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძებაში ამერიკელი ექსპერტები ჩაერთნენ

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოპერაცია ოთხშაბათს ღამით დაიწყო და თითქმის 17:00 საათამდე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. დაიწვა რამდენიმე ბინა, სადაც შესაძლო ტერორისტები იმალებოდნენ. მანამდე ოთხიდან ერთ-ერთი ბრალდებული სპეცოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სტამბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ჩატაევი სააკაშვილის სპეცსამსახურებზე მუშაობდა

„ეჭვი არის, რომ ის ადამიანი შეიძლება, იყოს. თუმცა, დადასტურებით, ექსპერტიზების შემდეგ როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, იქიდან გამომდინარე გვექნება ზუსტი პასუხი, ეს ჩატაევი იყო თუ არ იყო. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ცოტა რთულია ამ საფრთხეებზე საუბარი. თუმცა, იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა. მე მგონი, ავიცილეთ თავიდან,“ — განაცხადა გომელაურმა.

ვატანგ გუმელაურმა  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ახალ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთნენ. 

„ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად ძლიერი, გამოცდილი სამსახურები ჰყავთ, საექსპერტო მიმართულებითაც და ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას“, — აღნიშნა  ვახტანგ გომელაურმა.

ახმედ ჩატაევი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სპეცოპერაცია თბილისში, შესაძლოა, ჩატაევის მუქარას უკავშირდება

ჩატაევის ფიგურა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თურქულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ის სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის მონაწილეა.

ჩატაევი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

ჩატაევის დაკავების შემდეგ რუსეთმა მისი სამშობლოში ექსტრადიციის თხოვნით ქართულ მხარეს მიმართა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ტრადიცია უნდა დასრულდეს“.

ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ახმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა აჰმედი“ 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთში. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე — ისლამ ათაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული სანქციების სიაში შეიყვანა.


ყველა ახალი ამბავი
0