დეპუტატი: ჩატაევი სააკაშვილის სპეცსამსახურებზე მუშაობდა

© photo: Sputnik / Irina Popova სტამბულის აეროპორტი
სტამბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორ აჰმედ ჩატაევს საქართველოს პასპორტი ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული სპეცსამსახურების აგენტი იყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში სამი აფეთქების ხმა 28 ივნისს გაისმა. ტერაქტის შედეგად 44 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის 19 უხოელი, 239 კი დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ ტერაქტის კავშირზე მიუთითებენ. 

სტამბოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მასმედია: სტამბულის ტერაქტი საქართველოში ადრე დაკავებულმა ჩატაევმა მოაწყო

თურქული მედია პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტი დაღესტნელმა, ყირგიზმა და უზბეკმა თვითმკვლელებმა განახორციელეს, რომლებიც თავდასხმას სტამბულის ერთ-ერთ რაიონში ნაქირავებ ბინაში გეგმავდნენ. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილია წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, რომელიც ადრე დოკუ უმაროვთან მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.  

 „როდესაც ნატო და ევროკავშირი მას პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, ჩვენ ამ რეჟიმს მხარს ვუჭერთ…წინა ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა მისცა და ჩვენი ხელისუფლება ჩატაევს სხვა ქვეყანას ვერ გადასცემდა, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული — ეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. მას შემდეგ რაც  მან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ჩვენ მასთან კონტაქტი არ გვქონია… ჩატაევი სააკაშვილის სპეცსამსახურების აგენტი იყო, ის სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდა და ოპერატიულ დავალებებს ასრულებდა, რისთვისაც ხელფასს იღებდა. და არსებობს ამის დამამტკიცებელი  შესაბამისი დოკუმენტები“, — განაცხადა სესიაშვილმა პირველი არხის ეთერში.  

2016 წლის იანვარში რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ სპეციალურ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს, რომელსაც რუსეთსა და ევროპაში ტერაქტების მოსაწყობად ამზადებენ. 

ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
კოვალიოვი: რუსეთი ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა

ადრე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო ჩატაევის გათავისუფლების, რომელიც საქართველოში ოთხი წლის წინ დააკავეს. ქართულმა მხარემ რუსეთს ჩატაევის გადაცემაზე  უარი უთხრა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ნიკოლაი კოვალიოვმა აღნიშნა, რომ ჩატაევი მრავალ ქვეყანაში დააპატიმრეს, რუსული მხარე მის გადაცემას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ სტამბულის ტერაქტი ქვეყნების ეფექტური თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სტამბულის ტერაქტის თავიდან აცილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0