კოვალიოვი: რუსეთი ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი კოვალიოვი
ნიკოლაი კოვალიოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს, აღნიშნა კოვალიოვმა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, — განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ჩატაევმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა — ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, შემდეგ კი ის თურქეთში აღმოჩნდა“, — განაცხადა კოვალიოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ვინც არ უნდა იყოს ტერორისტი, უნდა დაისაჯოს

სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში ტერაქტი 28 ივნისს საღამოს მოხდა.  ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 უხოელი, 239 დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირზე მიუთითებს. 

ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს, აღნიშნა კოვალიოვმა.

მანამდე თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სტამბულის აეროპორტში ტერაქტი რვა ტერორისტმა განახორციელა, ორგანიზატორი კი ჩეჩნეთის მკვიდრი აჰმედ ჩატაევია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0