მასმედია: სტამბულის ტერაქტი საქართველოში ადრე დაკავებულმა ჩატაევმა მოაწყო

© REUTERS/Murad Sezerსტამბოლის აეროპორტი
სტამბოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული მასმედია ამტკიცებს, რომ სტამბულის აეროპორტში ტერაქტი რვა ტერორისტმა განახორციელა, ორგანიზატორი კი ჩეჩნეთის მკვიდრი ახმედ ჩატაევია.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებათა სერია ჩეჩნეთის მკვიდრმა ახმედ ჩატევმს მოაწყო, რომელიც ადრე საქართველოში  იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს, თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია  "რუსთავი 2".

2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩატაევი ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ მას ყველა  ბრალდება მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა.

„აეროპორტზე თავდასხმა რვა ტერორისტმა განახორციელა. სამმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა, რომლებიც დაღესტნიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან იყვნენ, თავი აიფეთქა. ერთ-ერთი დაკავებულია, დანარჩენი ოთხი კი მიიმალა. სისხლიანი თავდადსხმის ორგანიზატორად ჩეჩნური წარმომავლობის პიროვნება ახმედ ჩატაევი სახელდება“,-ციტირებს გაზეთ Sozcu ქართული ტელეკომპანია.

სტამბული - Sputnik საქართველო
სტამბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 42-ს მიაღწია

ახმედ ჩატაევი ზედმეტსახელად „ახმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა ახმედი“ ჩეჩნეთში 1990 წელს დაიბადა. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე-ისლამ ატაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი გასული წლის ოქტომბერში აშშ-მ ანტიტერორისტული სანქციების სიაში შეიყვანა. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ჩათაევი ბოევიკთა ჯგუფის წევრია, რომელიც ამერიკულ და თურქულ ობიექტებზე თავდასხმრბს გეგმავდა. ვარაუდობენ, რომ ჩატაევი  „ბატალიონ იარმუშს“ მეთაურობს — ჩეჩნებისგან შემდგარ ქვედანაყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში. 

სამშაბათს საღამოს სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში სამი აფეთქების ხმა გაისმა. ტერორისტებმა-თვითმკვლელებმა მგზავრებს ცეცხლი ავტომატებიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედეს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები კონტროლდება

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 40 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის 13 უხოელი, 239 დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ ტერაქტის კავშირზე მიუთითებენ.

ყველა ახალი ამბავი
0