საქართველოს აეროპორტები კონტროლდება

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვრებზე ვითარება კონტროლქვეშაა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზღვრებზე გამშვებ პუნქტებს აკონტროლებს, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში გუშინ მომხდარი აფეთქებების შემდეგ გახდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 36 და დაიჭრა 147 ადამიანი.

„საკონტროლო-გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს”, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისიდან სტამბულში რამდენიმე რეისი გადაიდო

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს. სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს.

„არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება”, — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0