ყველა დაისჯება - პრემიერი ბათუმის საშინელ ხანძარზე

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ხანძრის ადგილას ბათუმში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხანძრის ადგილას ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავმა ბათუმში საგანგებო დაშვება განახორციელა სასტუმროში მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მკაცრი სასჯელის შესახებ გააფრთხილა ყველა, ვინც სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის დროს ადამიანების დაღუპვაშია დამნაშავე.

„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, — ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ბოლო მონაცემებით, ბათუმში ხანძრის დროს 11 ადამიანი დაიღუპა.

წაიკითხეთ: შსს: ადამიანები კვამლისგან იხრჩობოდნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს >>>

„პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დაშავებულები გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასტუმრო „ლეო გრანდი - Sputnik საქართველო
„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთაგან ერთი უცხოეთის მოქალაქეა

„მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ღამით კვირიკაშვილი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა.

პრემიერი თბილისში ბრიუსელიდან ბრუნდებოდა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეატყობინეს, მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მანამდე განცხადება იმის თაობაზე, რომ მომხდარში ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

თურქული მედია-საშუალებების ინფორმაციით, ბათუმის სასტურმო „ლეო გრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

„ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ ყველაზე მასშტაბური ტრაგედია გახდა, რომელიც აჭარამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში განიცადა“, — განაცხადა აჭარის ტელევიზიამ.

სპეცოპერაციის შედეგები - Sputnik საქართველო
აფეთქებებისა და ხანძრის შედეგები: ექსპერტებმა სახლის მდგომარეობა შეაფასეს

ფაქტზე ნივთის განადგურების მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელსაც ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაული ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო კიბე არ არსებობდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 2015 წელს პორტის რაიონში გაიხსნა.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტურმო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0