აფეთქებებისა და ხანძრის შედეგები: ექსპერტებმა სახლის მდგომარეობა შეაფასეს

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაციის შედეგები
სპეცოპერაციის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ საკუთარ ბინებში დაბრუნებას 27 ოჯახი ვერ ახერხებს

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მრავალბინიანი სახლი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ეპიცენტრში აღმოჩნდა, დაზიანებულია, მაგრამ არ არის საშიში ცხოვრებისთვის, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის ოპერაცია ოთხშაბათს ღამით დაიწყო და თითქმის 17:00 საათამდე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. დაიწვა რამდენიმე ბინა, სადაც შესაძლო ტერორისტები იმალებოდნენ. მანამდე ოთხიდან ერთ-ერთი ბრალდებული სპეცოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მკაცრი რეჟიმის ციხე - Sputnik საქართველო
ციხეში: სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

პირველი და მეორე სადარბაზოს მცხოვრებნი, რომლებიც სპეცოპერაციის დროს ევაკუირებული იყვნენ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. ხოლო მესამე სადარბაზოში მცხოვრები 27 ოჯახი ჯერჯერობით დროებით საცხოვრებლებში რჩებიან. პარასკევს შენობა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტებმა დაათვალიერეს.

„ჩვენ ვიყავით პირველ და მეორე სადარბაზოში, მესამეში არ გვიშვებენ ჯერჯერობით, დაზიანებულია ცალკეული ზონები, მთლიანად არა. არის ნახანძრალი, არის შემურული კედლები, დაზიანებულია ფანჯრები, კარებები, ჭერია რამდენიმე ზონაში დაზიანებული“, — განაცხადა ლაბორატორიის წარმომადგენელმა თენგიზ ცერცვაძემ.

სახლი საკმაოდ ძველია. ჯერ კიდევ სპეცოპერაციამდე, მას დაზიანების მესამე ხარისხი მიენიჭა.

„ბზარებია კედლებში და დეფორმაციები,“ — აღნიშნა ცერცვაძემ.

მედიის მონაცემებით, სადარბაზო, რომელშიც ტერორიზმში ბრალდებულები იმალებოდნენ, მთლიანად ამორტიზებულია. მობინადრეებს მხოლოდ პირადი ნივთების წასაღებად უშვებენ. კორპუსის მიმდებარე პერიმეტრს სპეცრაზმი და პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე აკონტროლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0