ციხეში: სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

© photo: AFP 2020 / Christophe Petit Tessonმკაცრი რეჟიმის ციხე
მკაცრი რეჟიმის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

თბილისი, 24 ноя — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

ტერორიზმში ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 21 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 22 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში მისი თანამზრახველების ლიკვიდირება განხოერციელდა. დაკავებისას მას ცეცხლსასროლი იარაღი და ვეზნები აღმოაჩნდა. ბრალდებულის ვინაობა არ საჯაროვდება. ცნობილია მხოლოდ მისი ინიციალები — ს. დ.

„დიხ, პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო სხდომა 16 იანვარს გაიმართება“, — განაცხადა ქარქაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
საიდან დაიწყო ყველაფერი - თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები

სასამართლო სხდომის შემდეგ კომენტარი პროკურორმა ირაკლი მარშანიამაც გააკეთა.

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანებულია ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, საბრძოლო მასალის და ასევე ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა და ტარება“, — განაცხადა მარშანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ჩატარებული სასამართლო სხდომა დახურული იყო.

„სხდომა დაიხურა ვინაიდან, დაცულიყო იმ პირთა უსაფრთხოება, რომლებიც მონაწილეობდნენ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში. მოცემულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ამ პირთა ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო და დაცულიყო მათი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დაიხურა ეს პროცესი“, — განმარტა ირაკლი მარშანიამ.

ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში“) და 323-ე პრიმა 1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით“).

დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 10-დან 17 წლამდე ვადით ემუქრება.



ყველა ახალი ამბავი
0