საქართველოს პატრიარქმა თანამოსაყდრე დანიშნა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა თანამოსაყდრის დანიშვნის შესახებ ბრძანება, სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვის დაწყების წინ წაიკითხა

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა განცხადება, რომ მის თანამოსაყდრედ ელიზბარ მუჯირს — სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს შიოს ნიშნავს.

პატრიარქის თანამოსაყდრეობა ნიშნავს, უპირველესად, პატრიარქის ავადმყოფობის ან ქვეყნის დიდი ხნის დატოვების ჟამს მისი მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში უმწყემსმთავროს ეკლესიას და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები. თანამოსაყდრეს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პატრიარქის ტახტზე, ისევე როგორც სხვა მღვდელმთავრებს ეძლევათ ამისი კანონიკური უფლება. თანამოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეს. „თანამოსაყდრე“ ისტორიული ტერმინია და ნიშნავს თანაზიარს მეფობისას ან მღვდელმთავრობისას.

მიტროპოლიტი შიო — ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, ქალაქ თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. ბერად 1993 წლის 5 იანვარს აღიკვეცა. 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
ილია მეორემ დიასპორას მიმართა: არ დაივიწყოთ საქართველო

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: სიმდიდრე ადამიანისთვის ერთ-ერთი დიდი გამოცდაა

7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, მიტროპოლიტი კი 2010 წელს გახდა და ქართული ეკლესიის საკანონიხზაციო კომისიის შემადგენლობაში შევიდა.

ქართული მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი შიო საქართველოს პრეზიდენტის სულიერი მამაა.

ყველა ახალი ამბავი
0