ძალოვნებმა სპეცოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია, განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.

სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და ძლიერი აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. დაიწვა ორი ბინა, რომლიდან ერთ-ერთს ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ.

სამხედრო წვრთნები პანკისში - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობაში სიმშვიდეა - სპეზრაზმი არ არის

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს“, — განაცხადა გიორგობიანმა.

სუს-ის მონაცემებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა რომელი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ მათ, გიორგობიანს არ დაუკონკრეტებია.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
მასმედია ჩეჩნურ კვალსა და „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირზე საუბრობს

„არსებული ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით”, — განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სუსი-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებმას საკუთარი სიცოცხლის ფასად მოქალაქეები დაიცვეს.

 „სუს-ის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ამჟამად გაბრიელ სალოსის გამზირზე სიმშვიდეა, პოლიცია თანდათან ტოვებს ტერიტორიას.

ყველა ახალი ამბავი
0