გიორგი კვირიკაშვილმა ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბი გახსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია.

„ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გვირაბის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის — სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა — ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით.

„საქართველოს რკინიგზა“ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ჩვენი გათვლით, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

„განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ვაპირებთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. 

„ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებაშია ასევე ჩინურ კომპანიებთან. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში ჩინური მხარე ძალიან სერიოზულად იყოს წარმოდგენილი“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია — ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს გენერალური დირექტორი" სიაო ჰონგვუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0