კვირიკაშვილი: საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში რაიონების მერობის კანდიდატები დაასახელა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების არჩეული გზა თითოეულ ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ კვირიკაშვილმა თელავში რაიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

„ართული ოცნებიდან" დედოფლისწყაროს რაიონში მერის თანამდებობისთვის იბრძოლებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საგარეჯოში — ერბოწონაშვილი, გურჯაანში — არჩილ ხანდამაშვილი, ახმეტაში — იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში — ჯონდი მდივნიშვილი, ყვარელში — როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში — გიორგი გოგილაშვილი, ხოლო თელავში — შოთა ნარეკლიშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მერების კანდიდატები წარადგინა - Sputnik საქართველო
"ქართულმა ოცნებამ " რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერის თქმით, ეს ადამიანები გამოირჩევიან გამოცდილებით, კარგი რეპუტაციით, ასევე ხალხის პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელი უნარებით.

 „მე მჯერა, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელსაც მტკიცედ ვადგავართ, არის სწორედ ის გზა, რომელიც თითოეულ ოჯახში მოიტანს კეთილდღეობას", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობა ღვინის რეგიონში — კახეთში კომპლექსური პროგრამის განხორციელებას აპირებს, რათა ის სამაგალითო იყოს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით.

 „კახეთს და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის კუთხით. თითოეული ჩამოსული ახალი ტურისტი — ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტზე და დამატებითი სამუშაო ადგილები როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე — ოჯახური სასტუმროების მიმართულებით", — აღნიშნა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0