„ევროვიზიასთან“ დაკავშირებით თბილისის ცენტრში მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
მანქანები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიის“ გახსნის ცერემონია 20 ნოემბერს პარლამენტის ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის ცენტრში ზოგიერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საბავშვო ევროვიზიის მე-15 კონკურსი 2017 წლის 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ამ წლის კონკურსის სლოგანია „ანათე“. გახსნის ცერემონია 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება.

19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

საგამოფენო ცენტრი „პარკოვი“ კიევში, სადაც „ევროვიზია-2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2018: გამოცხადდა მონაწილე ქვეყნების სია

სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

2017 წლის ევროვიზიაზე საქართველოს 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე სიმღერით „გულის ხმა“ წარადგენს.

2017 წლის კონკურსში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, ირლანდია, კვიპროსი, მალტა, სერბეთი, ალბანეთი, პორტუგალია, მაკედონია, პოლონეთი, ავსტრალია, იტალია და ნიდერლანდები — სულ 16 ქვეყანა.

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

გრიგოლ ყიფშიძე X-factor-ზე - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2017: საქართველო წარდგება სიმღერით „გულის ხმა“

იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.


ყველა ახალი ამბავი
0