ევროვიზია 2018: გამოცხადდა მონაწილე ქვეყნების სია

© photo: Sputnik / Stringerსაგამოფენო ცენტრი „პარკოვი“ კიევში, სადაც „ევროვიზია-2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა
საგამოფენო ცენტრი „პარკოვი“ კიევში, სადაც „ევროვიზია-2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლისაბონში გამართულ ევროვიზიაში მონაწილეობას 42 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2018“-ის ორგანიზატორებმა მონაწილე ქვეყნების სია გამოაცხადეს — მასში საქართველოს ჩათვლით 42 ქვეყანა შევიდა.

კონკურსის ლოგო ზღვის თემატიკას უკავშირდება, მისი ოფიციალური დევიზია „ყველანი ბორტზე!“, რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტიკურ ოკეანესთან აკავშირებს. 

„ევროვიზია-2017“ მაისში კიევში გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თამარ გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალში დამარცხდა და კონკურსის ფინალში ვერ გადავიდა.

მე-15 ყოველწლიური საბავშვო კონკურსი „ევროვიზია“ 2017 წლის 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ამ კონკურსის სლოგანია „ანათე“. სიმღერის საბავშვო კონკურსზე საქართველოს 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე სიმღერით „გულის ხმა“ წარადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0