თამადა მერიაში: თბილისში კანდიდატების მთელი სია წარადგინეს

© Sputnik / Levan Avlabreliყანწი
ყანწი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თბილისის ახალი მერის სიტყვები აიტაცა და მერიაში ყანწი და თამადების რეზიუმე მიიტანა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში ყანწი და  საუკეთესო თამადების რეზიუმე მიიტანეს, რათა ახალმა მერმა კახა კალაძემ მათგან ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის მომავალი უფროსი შეაირჩიოს.

ყანწით და რეზიუმეთი მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი მივიდა. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კალაძემ ნუგზარ ჭონქაძეს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატად დასახელდა,  საუკეთესო თამადა უწოდა.  

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
საღამოს თბილისს ახალი მთავრობა ეყოლება

„ამ განცხადების შემდეგ ჩვენ რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რათა მათთვის რეკომენდაცია გაგვეწია კახა კალაძესთნ, ეს ადამიანები კარგი თამადები არიან, კარგად მღერიან და ცეკვავენ. მათ „ფეისბუქზე“ ორი აკაუნტი აქვთ და მესამის შექმნის პრობლემაც არ აქვთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანები აკმაყოფილებენ ყველა იმ კრიტეტიუმს, რომელიც კალაძისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბიძინაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2–თან.

ოპოზიციონერების განცხადებით, ჭონქაძე „ფეისბუქზე“ სულიკო კედელაშვილის სახელით იყო დარეგისტრირებული და გამოირჩეოდა ქსენოფობიური და ჰომოფობიური კომენტარებით, განსაკუთრებული აგრესიით კი ის ოპოზიციის მიმართ გამოირჩეოდა.

„ეს ადამიანი გამოირჩეოდა თავისი ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით. ეს ადამიანი გამოირჩეოდა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებდნენ, აგრესიით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“, – განაცხადა საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ.

მისი სიტყვებით, კალაძის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არანაირი კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
რა ელის მინისტრთა კაბინეტს: ფასადური ცვლილებები თუ მოსახლეობის ინტერესები

დიდი რეზონანსი გამოიწვია კალაძის კომენტარმა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკას მოჰყვა.

„ის წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, იყო „პროგრეს ბანკის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი… ის კარგი ადამიანია, არის „ჩოხოსანი“ და კარგი თამადა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ენერგეტიკის ექს–მინისტრმა კახა კალაძემ 21 ოქტომბერს გამართულ თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ის უფლებამოსილების აღსრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგა.

პარასკევს საკრებულომ ნდობა უნდა გამოუცხადოს კალაძის მიერ დაკომპლექტებულ და ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას. დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ მერის მადგილეების, მერიის ადმინისტრაციისა და სამსახურების უფროსებისა და ასევე რაიონული ადმინისტრაციების უფროსების კანდიდატურებს.


ყველა ახალი ამბავი
0