რა ელის მინისტრთა კაბინეტს: ფასადური ცვლილებები თუ მოსახლეობის ინტერესები

© FB / Giorgi Kvirikashviliპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციას არ სწამს „ქართული ოცნების“ კეთილი ზრახვების მთავრობის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით

საპარლამენტო ოპოზიციამ მკვეთრად გააკრიტიკა მთავრობის საკადრო და მომავალი სტრუქტურული ცვლილებები და მათ ფასადური უწოდა.

საქართველოს პრემიერმა ორშაბათს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს კანონრპოექტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რომელთა შედეგად სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე მცირდება. მმართველ გუნდში ეს ცვლილებები ახსნეს ხარჯების შემცირებისა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლებით. 

„იხილავდით ამ რეფორმას და საზოგადოებას დაუმალეთ თუ თავად არ იცოდით? ალბათ უფრო თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ. ეს ცვლილებები იქნება მორიგი ფასადური და სპონტანური ცვლილებები, რომელსაც არ ექნება არანაირი გავლენა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაზე და შესაბამისად, მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე”, — პარლამენტის სხდომაზე განაცხადა ირაკლი აბესაძემ, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: აქცენტი ეფექტურობაზე გაკეთდა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) კვლავ არაფორმალურ მმართველობაზე ალაპარაკდნენ.

„ეს ხდება იმიტომ, რომ  სახელმწიფო ამ ქვეყანაში მოიშალა  და არაფორმალური მმართველობაა, როდესაც ქვეყანა  იმართება სადღაც, რომელიღაც კერძო  რეზიდენციიდან. იმის ნაცვლად რომ  პოლიტიკის დაგეგმვა მიმდინარეობდეს ამისთვის განკუთვნილ სახელმწიფო უწყებებში, მთავრდება იმით, რითაც დამთავრდა“, — განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 2013 წელს პოლიტიკას გაემიჯნა, არაერთხელ აბრალებდნენ იმას, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.

„პოლიტიკური ოლიგარქია, რომელიც შეიქმნა ამ ქვეყანაში,  ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და  თქვენს მიერ წარმოდგენილი დღევანდელი  ცვლილებები სწორედ ამის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგი კაპანაძე დაინტერესდა ახალი უწყების — საგანგაბო სიტუაციების მართვის ცენტრის შექმნის მიზნით, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდება. ამ ცენტრს გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლო დრომდე შს მინისტრი იყო.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
ახალი ცოცხი კარგად გვის: საკადრო ცვლილებები შსს-ში

„თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?“, — განაცხადა კაპანაძემ. 

მღებრიშვილის გარდა, მინისტრის პოსტი განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც დატოვა. ის მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო.

შს მინისტრი გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ეკონომიკის სამინისტრო ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ჩააბარეს, ხოლო ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ბოლოდროინდელი გენერალური დირექტორი გახდა.

რაც შეეხება ცვლილებებს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", ისინი უახლოეს დროს პარლამენტში დასამტკიცებლად შევა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერებს ურჩევს კანონრპოექტის პარლამენტში შესვლას დაელოდონ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძისეული ცვლილებები: ვინ შეინარჩუნა თანამდებობა თბილისში

„რა მიმართულებით მოხდება რესურსების გამოთავისუფლება ამას დავინახავთ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი დეტალურ გეგმას წარმოადგენს პარლამენტში“, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე.

„ქართულ ოცნებაში“ სჯერათ, რომ ცვლილებები საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება.

„ეს ცვლილებები ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება. და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო სწრაფად შეიგრძნონ ის კეთლდღეობა, რომელიც უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

© Sputnik / Maria Tsimintiaროგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა


ყველა ახალი ამბავი
0