საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ ქევყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ხალხებს შორის ურთიერთობებში უნდა გაღრმავდეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალოუსიო ფერეირა თბილისს ორდღიანი ვიზიტით 15 ნოემბერს ეწვია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

მსოფლიოს ქალაქები. რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია

ორი ქვეყნის მინისტრებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები, ეს იქნება გამჭვირვალობა თუ ღიაობა, და გახდა მსოფლიოში მყარად ფეხმოკიდებული ქვეყანა. მე ვაფასებ იმ რეფორმას, რომელიც საქართველოს აქვს, მაგალითად, სერვისების ონლაინ მიღების კუთხით", — აღნიშნა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული დისტანციისა, არსებობს დიდი პოტენციალი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განსავითარებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ორმხრივი ურთიერთობის როგორც შემდგომი განვითარების კუთხით, ისე სექტორალური მიმართულებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ვხედავთ დიდ პოტენციალს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების განსავითარებლად, მიუხედავად გეოგრაფიული დისტანციისა, არსებობს ამის ძალიან კარგი შესაძლებლობები", — განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სავაჭრო მისიაზე, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება და რაც ბრაზილიიდან ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ალოუსიო ნუნეს ფერეირა, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სენატორის რანგში (სან–პაულოს შტატი) აქტიურად მუშაობდა ბრაზილია–საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ბრაზილია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

საქართველომ და ბრაზილიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში.

2011 წლამდე საქართველოს თურქეთში მდებარე ბრაზილიის საელჩო ფარავდა, თუმცა ბოლო დროს ურთიერთობები იმდენად გააქტიურდა, რომ ბრაზილიის დიპლომატიური მისია თბილისშიც ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიაში უვიზოდ გამგზავრება 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის საქონელბრუნვას, „საქსტატის" მონაცემებით, საქართველო ბრაზილიაში ექსპორტს არ ახორციელებს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0