ბრაზილია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ბრაზილიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ბრაზილიის ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ (Cicero Martins Garcia) პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე სამშაბათს, 24 ნოემბერს. 

ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოფიციალური მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

 „მარტინს სისერო გარსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, — ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

ბრაზილიელი დიპლომატი საქართველოში საქმიანობას მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შეუდგა.

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები სათავეს 1993 წლის 28 აპრილიდან იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0