მეწარმეობის კვირეული - საქართველოში ქალებს ბიზნესს შეასწავლიან

© Sputnik / Anna Anastasiadiბიზნეს-ფორუმი „იყიდე ქართული“
ბიზნეს-ფორუმი „იყიდე ქართული“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემატიკა გახდა „ქალები პირველ რიგში, კეთილდღეობა ყველასათვის"

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება უფასო პანელ-სესიები, სემინარები, ვორკშოპები და დასაქმების ფორუმები. მთავარი თემებია: სტარტაპები, ქალი მეწარმეები, სოციალური მეწარმეობა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

კვირეულის ფარგლებში მამაკაცებსა და ქალებში ბიზნეს-უნარების განვითარების მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიზნეს-მენტორების მომზადების პროგრამა დაიწყო.

„მოხარული ვარ, რომ ეს მენტორთა პროგრამა ძირითადად მომავალ ქალ მეწარმეებზე კონცენტრირდება", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვირეულის გახსნის ცერემოანიაზე.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

კვირიკაშვილმა აშშ-ის საელჩოსა და ელჩს იან კელის მადლობა გადაუხადა პროექტის დაფინანსებისა და მენტორთა საინტერესო პროგრამის წამოწყებისათვის, რომელიც გამოცდილ მენტორებს ახალგაზრდებთან დააკავშირებს.

ამერიკელი მეწარმე ქალბატონი ბეტსი ფორი, რომელიც ცნობილია თავისი პროდუქტებით Hasbro და Mattel-ი, გამართავს ლექციებისა და ვორკშოპების სერიას თბილსში, ბათუმში, ხაშურში, მარნეულში და ახმეტაში, სადაც ისაუბრებს პროდუქტის განვითარებაზე, მარკეტინგზე, ბრენდინგსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

„ჩვენი ექსპერტი საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რაც შეეხება ჩვენს სახლებში ტექნოლოგიების შემოსვლას და იმ წარმატებული ბიზნესის ისტორიას მოგიყვებათ, რომლის ხელმძღვანელიც ის ახლა არის. ეს ცოცხალი მაგალითია იმისა, რა ცვლილებების მოტანა შეუძლია სტარტაპს. ეს ასევე ნათელი მაგალითია იმისა, რომ მეწარმეობისა და ინოვაციების სფეროში ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ", — განაცხადა იან კელიმ.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა მთავრობის ინიციატივების მნიშვნელობა აღნიშნა.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, „აწარმოე საქართველოში" და „სტარტაპ საქართველო", გასული წლების მანძილზე წარმატებით ნერგავენ საქართველოს მთავრობის ინოვაციებისა და მეწარმეობის გეგმას. სხვადასხვა საგანმანათლებლო და დაფინანსების პროგრამისა და სქემის მეშვეობით, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპის მხარდამჭერ პროგრამებში", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებათა პროგრამა თბილისსა და რეგიონებში

გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩი“ საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს

თბილისში 15 ნოემბერს შედგება პანელის დისკუსია „ქალი მეწარმეები – გამოწვევები და წარმატებები". დასაწყისი 19:00 საათზე, ჯეოლაბი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). მერაბ ალექსიძის ქ. 10

16 ნოემბერს ევროპის ფონდში შედგება პანელი დისკუსია "სოციალური მეწარმეობა – წარმატებები, წარუმატებლობა და ქეისების შესწავლა". დასაწყისი 19:00 საათზე. ევროპის ფონდი, კავსაძის ქ.N3, მე-2 სართული

საწარმო "ლიფტის" ტერიტორიაზე 17 ნოემბერს ამერიკელი მეწარმე ენდრიუ ტორნჰილი ისაუბრებს მომავალში ციფრულ ფინანსებში სპოთქოინის სავაჭრო პლათფორმის როლის შესახებ და ასევე, თუ რატომ სურს, საქართველო თავისი კომპანიის სამშობლოდ აქციოს. დასაწყისი 19:30 საათზე.

მათთვის, ვინც ეძებს სტაჟირებასა და სამსახურს, 18 ნოემბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სასტუმრო Holiday Inn-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება. აქ ჩატარდება ვორკშოპები და ლექციები, მსურველები დასაქმებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მიიღებენ.

ხაშურში 15 ნოემბერს გაიმართება ვორქშოფი მეწარმეებისთვის (15:00 საათზე), ვორქშოფი სტუდენტებისთვის (16:00 საათზე). ღონისძიება ხაშურის ამერიკული კუთხეში ჩატარდება.

16 ნოემბერს ახმეტაში გაიმართება ვორკშოპი სტუდენებისათვის. ღონისძიება №2 საჯარო სკოლაში 14:00 საათზე დაიწყება.

17 ნოემბერს მარნეულში ვორკშოპი სატუდენტებისათვის გაიმართება ახალგაზრდულ ცენტრში 15:00 საათზე.

ღონისძიებათა დეტალური პროგრამა გამოქვეყნებულია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0