თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ თამაშის დროს გახდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა".