ფოთში ციმბირული წყლულით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ფოთში 28 წლის ახალგაზრდა ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგ მაკა გაბუნიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„5 დღის დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც უკვე მდგომარეობა თანდათან ურთულდებოდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ღებინება, კისრის მარჯვენა ნაწილში დასიებული ჰქონდა. ყელში აღენიშნებოდა მონაცრისფრო ნადებები ლაბორატორიულად ამოითესა ბაქტერია და დადასტურდა, რომ იყო ჯილეხი", — განაცხადა მაკა გაბუნიამ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
ქუთაისში ქალი ციმბირული წყლულის დიაგნოზით გარდაიცვალა

ეპიდემიოლოგის თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურებულია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით და მიუხედავად აღნიშნული შემთხვევის დაფიქსირებისა, ფოთში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ჯილეხი, ანუ ციმბირული წყლული — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

ყველა ახალი ამბავი
0