ქუთაისში ქალი ციმბირული წყლულის დიაგნოზით გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგ მაკა გაბუნიაზე დაყრდნობით.

„პიროვნებამ სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ, გვიან მიმართა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის ლეტალურად დასრულების მიზეზი. 28 წლის პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, შეშუპება და ყელზე მონაცრისფრო ნადებები", — განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციელდა მისი გადაყვანა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

A/H1N1 ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო
გავრცელდება თუ არა გრიპის ახალი შტამი საქართველოში

ეპიდემიოლოგის თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურებულია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით და მიუხედავად აღნიშნული შემთხვევის დაფიქსირებისა, ფოთში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ჯილეხი, ანუ ციმბირული წყლული — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ჯილეხი ზოონოზების ტიპიური წარმომადგენელია. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.

ყველა ახალი ამბავი
0