გავრცელდება თუ არა გრიპის ახალი შტამი საქართველოში

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიA/H1N1 ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება
A/H1N1 ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში გრიპის სამი შტამისა და მოსალოდნელი ეპიდემიის გამო განგაშია ატეხილი. Sputnik-მა გაარკვია, ამჟამად საქართველოში როგორი ვითარებაა

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო)დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში რაიმე უჩვეულო ვირუსული დაავადებების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ცენტრის დირექტორმა ხათუნა ზახაშვილმა.

უკრაინაში განგაშია გრიპის სამი შტამის გამო: А/H3N2/ჰონკკონგი, В/ბრისბენი და А/H1N1/მიჩიგანი. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასშტაბური ეპიდემიის თავიდან აცილება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოგვდის შეტყობინებები გავრცელებულ ვირუსებზე, გრიპებზე. ჯერჯერობით ამ სამი ვირუსის რაიმე უჩვეულო გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია", — განაცხადა ზახაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რადგან ოფიციალური წყაროებით ინფორმაცია არ შემოსულა, ვირუსების გავრცელების ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მას არ შეუძლია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აცრების დრო დადგა – საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახლა გრიპის საწინააღმეგო ვაქცინაციისთვის სუკეთესო პერიოდია.

ჯანდაცვის საზოგადოებრივმა ცენტრებმა უკვე მიაწოდეს გარკვეულ პოლიკლინიკებს 27 ათასი დოზა, რათა უფასო აცრა ჩაუტარდეთ მაღალი რისკის მქონე ადამიანებს: 18 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს (დიაბეტი, დიალიზი), თავშესაფრებში მცხოვრებ ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებსა და მათ მომსახურე პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზის განყოფილებებისა და ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურე პერსონალს.

ყველა მსურველს შეუძლია ფასიანი აცრა ქვეყნის კლინიკებსა და პოლიკლინიკებში, სადაც უკვე შეტანილია ფრანგული ვაქცინა. აცრის ღირებულება 30 ლარია.

კონკრეტულად როდის გაჩნდება გრიპის პირველი ტალღა, სპეციალისტებს ამის თქმა არ შეუძლიათ, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, გრიპის სეზონი დეკემბრის ბოლოს — იანვრის დასაწყისში იწყება.

სპეციალისტების აზრით, აცრა გრიპის აღკვეთის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის დაავადების რისკს 50-60%-ით ამცირებს.

გრიპის პროფილაქტიკა:

1. გრიპით დაავადებულთან, ან ისეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც ახველებს ან აცემინებს;

2. ხელის ხშირი დაბანა;

3. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება;

4. შენობის ხშირად განიავება.

როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას

1. პირველ რიგში, იზოლირებული უნდა ვიყოთ ირგვლივ მყოფთაგან, რათა ვირუსი არ გავავრცელოთ;

2. მივიღოთ დიდი რაოდენობით C ვიტამინი და დიდი რაოდენობით სითხე;

3. ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით, ხველებისა და ცხვირის დაცემინების შემდეგ;

4. მივიღოთ ექიმის დანიშნული წამლები.

Sputnik-საქართველო ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0