„მოწვეული ვენახი“ სამი თვის შემდეგ ბორდოდან საქართველოში დაბრუნდა

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი ბორდოში
ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი ბორდოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო აღარ არის მასპინძელი ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - გამოფენების სერია „მოწვეული ვენახი“ დასრულდა

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს პარლამენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა „საქართველო — ღვინის სამშობლოა“ და ეროვნული ფოლკლორული ანსამბლ „ბასიანის“ კომცერტი.

ქართულმა პოლიფონიამ ევროპის მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

როგორ დაიწყო ყველაფერი

გასული წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორდოში უნიკალური ინოვაციური მუზეუმისა და ცენტრის გახსნას დაესწრო. მაშინ გახდადდა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც  გახსნის გამოფენების სერიას „მოწვეული ვენახი“. 

საქართველო გახდა ორგანიზატორი ქვეყანა მევენახეობისა და მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებებისა, რომლებიც ბორდოში მეღვინეობის ახალ ცენტრში — Cité du Vin-ში გაიმართა.

გამოფენა Cité du Vin-ში - Sputnik საქართველო
გაცოცხლებული ქართული ღვინის ისტორია ბორდოში

ქართული ღვინის ისტორია ბორდოში ჯერ კიდევ 31 ივლისს გაცოცხლდა. იქ ჩაიტანეს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, არტეფაქტების ასლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან. საგამოფენო ცენტრი პატარა საქართველოდ გადაიქცა — მისი ტრადიციების, სიმღერების, ცეკვებისა და სუფრის ჩათვლით.

სამ თვეში ბორდოში ათობით გამოფენა და დეგუსტაცია გაიმართა. საფრანგეთში რთველიც იზეიმეს.

რა არის Cité du Vin?

Cité du Vin — ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის მუზეუმია. პროექტს ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და ბორდოს ღვინის ტრადიციების განვითარებას ემსახურება. 

ქვევრი ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა ბორდოში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" ანგარიში წარმოადგინეს

შენობას საძირკველი ჩაეყარა 2013 წელს Vinexpo-ს სპირტიანი სასმელებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე დაიდო. მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონია გასული წლის მაისში გაიმართა.

3500 კვადრატული მეტრის ფართობზე მდებარეობს საგამოფენო სივრცე, 19 თემატური ბლოკი 150 მულტიმედიური ნამუშევრით.

საქართველო — ღვინის სამშობლო

ექვსი მეცნიერი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით სამი წლის განმავლობაში ლეგენდარული სასმელის სამშობლოს ადგენდა.

მეცნიერებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს სხვადასხვა დროს ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ძველი თიხის ჭურჭელში უძველესი ყურძნის წიპწები და ნალექი, რომელიც საბოლოო ჯამში ღვინო აღმოჩნდა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

კვლევის შედეგები მეცნიერებმა ბორდოში სამთვიანი გამოფენის ფარგლებში წარადგინეს.

რთველი გასვლაზე

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი — მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.

იქვე ჩაიფლა ქვევრი და რთველის კლასიკური ატმოსფეროს შექმნის მიზნით მარანიც აშენდა. ასე გაიგეს ევროპელებმა რთველის, მისი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ.

იკითხეთ ასევე: სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2017" უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა >>

იქნებ, მომავალ წელს რთველზე საქართველოში ევროპიდან, კერძოდ კი საფრანგეთიდან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოსავლის აღება იზეიმონ.

საფრანგეთში გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემაც მიიღო. მისი თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. 

„ღვინის“ მონეტა

გამოფენა ბორდოში საქართველოსთვის ნამდვილად საამაყო გახდა. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საერთაშორისო ღვინის ცენტრში პირველი საპატიო სტუმარი გახდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეალიზაციაში გამოუშვა 5 ლარის ნომინალის საკოლექციო ვერცხლის მონეტა.

© NBGАверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо
Аверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо - Sputnik საქართველო
Аверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо
© NBGАверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо
Аверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо - Sputnik საქართველო
Аверс коллекционной серебряной монеты, приуроченной к Международной выставке в Бордо

მონეტის ავერსზე წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება.

მონეტის რევერსის გამოსახულია ბორდოში მდებარე ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმი და წარწერა ფრანგულ ენაზე "LA GÉORGIE — PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" (საქართველო — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი).

საქართველოში თამადობა სჯობს…

გამოფენა "საქართველო — მეღვინეობის აკვანის" ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე კვირიკაშვილმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებსაც მედიის საშუალებები კიდევ დიდ ხანს ციტირებდნენ: 

„თამადა ნებისმიერი სუფრის მეთაურია. სუფრაზე დაცულია სადღეგრძელოების მკაცრად გაწერილი თანმიმდევრობა და წესი. ქართველები ზოგჯერ სუფრის წესებს უკეთ იცავენ, ვიდრე — საგზაო მოძრაობისას. ამიტომაც, ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობის პრემიერ-მინისტრობას“, — იხუმრა პრემიერ-მინისტრმა.

ქართული ღვინო ევროპაში

2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა პოლონეთი გახდა და ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში იქ ექსპორტირებულია 1,8 მილიონი ბოთლი ღვინო.

წელს გაიზარდა ღვინის ექსპორტი საფრანგეთში — იქ ცხრა თვის განმავლობაში ექსპორტირებულია 96 700 ბოთლი ღვინო. 2016 წლის 12 თვეში ამ ციფრმა 35 900 შეადგინა. ცვლილებები სახეზეა.

ექსპორტიორების სიაში გააქტიურებულია გერმანიაც. იქ ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 286 100 ბოთლი შეადგინა.

სულ მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,3 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით მეტია. ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 84%-ით მეტია. აქედან გამომდინარე ქართული ღვინის პოპულარობა მუდმივად იზრდება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროპაში გამოფენების სამთვიანი სერიის შემდეგ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდება, ხოლო ევროპაში მისი ექსპორტის მაჩვენებლები ყველა რეკორდს მოხსნის.


ყველა ახალი ამბავი
0