ესპანეთის პოლიციამ 33 ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

© AFP 2024 / Cristina QuiclerLa policía nacional de España
La policía nacional de España - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ვალენსიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთში ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინტერპოლი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში მომხდარი ყაჩაღობისთვის საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოცხადდა

ესპანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ვალენსიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს 33 ბინის გაქურდვაში ედება ბრალი.

გამოძიების ცნობით, დაკავებულს ბინებიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა, ნივთების საერთო ღირებულება ასობით ათას ევროს შეადგენს.

ამ დროისთვის გრძელდება გამოძიება ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0