აზერბაიჯანში მომხდარი ყაჩაღობისთვის საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოცხადდა

© photo: Interpol / FBინტერპოლი
ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა, რომლებსაც აზერბაიჯანში ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იძებნებიან: 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშქაშელი, ასევე 43 წლის ზაურ გივიაშვილი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი და 35 წლის ემილ გაჯიევი.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბათუმში პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

„Sputnik–აზერბაიჯანის" ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ფიგურირებს ყაჩაღურ თავდასხმაში. გამოძიების მონაცემებით, აგვისტოში აზერბაიჯანის ხაზარის რაიონის სოფელ ბუზოვნაში ოთხი უცნობი პირი 1956 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრების ირადა ალიევას სახლში შეიჭრა.

ბოროტმოქმედებმა ალიევას მოსამსახურე ქალი ქამრით გაკოჭეს. შემდეგ მათ იპოვეს სეიფი, საიდანაც 75 ათასი მანათი (დაახლოებით 44 ათასი აშშ დოლარი), 11 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი მანათის (დაახლოებით 117 ათასი დოლარი) ღირებულების ოქროს სამკაულები წაიღეს.

მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ერთ-ერთ ბრალდებული — აზერბაიჯანის მოქალაქე ელვინ პირიევი. დანარჩენი ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0