ბათუმში პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან ძებნილი პირი, რომელსაც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება ედება ბრალად, ბათუმში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

1983 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0