უცხოელი პედაგოგები ქართულ პროფესიულ კოლეჯებში იმუშავებენ

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ წელს პირველად, პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. უცხოელმა მოხალისე მასწავლებლებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, პროფესიული სასწავლებლებში მუშაობა დაიწყეს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირველ ეტაპზე უცხოელი მოხალისე პედაგოგები სამ პროფესიული სასწავლებელში ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ: „ბლექსი”(ბათუმი) „თეთნულდი“ (მესტია) და “იკაროსი“ (თბილისი).

„სამუშაოს დაწყებამდე უცხოელებს პროფესიული განვითარების, სწავლების მეთოდოლოგიისა და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბილტმორის სასტუმრო - Sputnik საქართველო
მომავლის პროფესიები - თბილისში პროფესიული განათლების გამოფენა ტარდება

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი უცხოური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა ადგილობრივ თემში.

პროგრამამ დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. დაიხვეწა პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მოხალისე მასწავლებელთა და ადგილობრივი სკოლების შერჩევის პროცესი. 2012 წლიდან პროგრამას შეუერთდა ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ ფრანგული და გერმანული ენების მოხალისე მასწავლებლებიც. 2013 წლიდან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობამ გამოკვეთა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, პროფესიული უნარების განვითარების პარალელურად, ენის კომპეტენციის გაღრმავების საჭიროებაც, რის საფუძველზეც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპილოტე რეჟიმში დაიწყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში.

შესვენება სომხურ სკოლაში - Sputnik საქართველო
საქართველოში სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

პროფსასწავლებლების განვითარება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია განათლების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

უწყებას დაგეგმილი აქვს არამარტო პროფესიული სასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა და მათი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობასთან მოყვანა, არამედ სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. უწყებაში მიაჩნიათ, რომ პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარების გზით შესაძლებელია მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

იგეგმება ახალი პედაგოგების მოზიდვა, ხოლო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა სამომავლო დასაქმების მიზნით — დუალური განათლების დანერგვა, რომლის თანახმად ერთდროულადაა შესაძლებელი სწავლა და სპეციალობით მუშაობა. ეს განათლების სისტემის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ეკონომიკის განვითარების რეალური გზა, ირწმუნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.


ყველა ახალი ამბავი
0