მომავლის პროფესიები - თბილისში პროფესიული განათლების გამოფენა ტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliბილტმორის" სასტუმრო
ბილტმორის სასტუმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს წარადგენენ

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში პროფესიული განათლების გამოფენა 31 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში 16:00 საათზე დაიწყება, წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ახალი პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც ფონდ  „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველოს" დაფინანსებით პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

საგანმანათლებლო პროგრამებს შორის ისეთი მიმართულებებია, როგორც აგრობიზნესის სპეციალისტი; ვეტერინარია; მევენახეობა, თევზსაჭერი გემის ნავიგატორი; ლოჯისტიკის და პორტების მენეჯმენტი; საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება; თხილამურების ინსტრუქტორი და მრავალი სხვა.

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ლორთქიფანიძე: ჩვენთან უცხოეთიდან ძირითადად აგრარულ სფეროში დასაქმების მიზნით ჩამოდიან

პედაგოგებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა და გაეცნონ ახალ პროფესიებს, რომელთა დაუფლებასაც შეძლებენ თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, მესტიისა და სხვა ქალაქების პროფესიულ კოლეჯებში.

გამოფენა პროექტის  „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ხორციელდება.

პროფსასწავლებლების განვითარება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია განათლების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

უწყებას დაგეგმილი აქვს არამარტო პროფესიული სასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა და მათი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობასთან მოყვანა, არამედ სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. უწყებაში მიაჩნიათ, რომ პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარების გზით შესაძლებელია მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

მოცემულ მიმართულებაში წარმატების მიღწევისთვის იგეგმება ახალი პედაგოგების მოზიდვა, ხოლო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა სამომავლო დასაქმების მიზნით — დუალური განათლების დანერგვა, რომლის თანახმად ერთდროულადაა შესაძლებელი სწავლა და სპეციალობით მუშაობა. ეს განათლების სისტემის ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ეკონომიკის განვითარების რეალური გზა, ირწმუნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0