საქართველოში სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

© Sputnik / Alex Tikhomirovშესვენება სომხურ სკოლაში
შესვენება სომხურ სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრენინგ-მოდულს, რომელიც უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ საგანგებოდ შემუშავდა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, თანამედროვე საქართველოს ზოგადი განათლების ისტორიაში პირველად, სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო, ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცენტრში იუწყებიან, ტრენინგ-მოდული უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ საგანგებოდ შემუშავდა, რომელსაც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.

მსოფლიოს უცნაური სკოლები - Sputnik საქართველო
არასტანდარტული და სრულიად განსხვავებული: მსოფლიოს ხუთი ყველაზე უცნაური სკოლა

„ტრენინგებზე სპორტის მასწავლებლები თეორიულ ცოდნის განახლებასთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებსაც გადიან. სატრენინგო კურსში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ადგილი ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას", — ნათქვამია განცხადებაში.

ტრენინგების მიმდინარეობას დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია გაეცნენ.

სატრენინგო პროგრამით 2017 წლის ბოლომდე 750 სპორტის მასწავლებელი გადამზადდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0