როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიის ინფორმაციით, მინისტრების რაოდენობა 18-დან 13-მდე შემცირდება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია მთავრობაში მომავალი ცვლილებების შესახებ.

კვირას დილით ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, სამინისტროების რაოდენობის 18-დან 13-მდე შემცირებისა და მთავრობის მოქმედი წევრების გადადგომის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა: მოსალოდნელია მღებრიშვილის გადადგომა

„შემიძლია დავადასტურო, რომ გუნდში მიმდინარეობს სამთავრობო ცვლილებების პროექტზე მუშაობა. დეტალებს ვერ მოგიყვებით, რადგან ეს პრემიერის პრეროგატივაა. პრემიერი მათ თავად გაახმოვანებს… როდესაც ეს ცვლილებები მზად იქნება“, — განაცხადა ქუმსიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამჟამად მთავრობის კანცელარიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მინისტრები ესწრებიან და სწორედ ამ არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, თუ რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტსა და სამინისტროებში.

წინასწარი ინფორმაციით, რეფორმის შედეგად ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტს დატოვებს და ეკონონიკისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს, რომელსაც ორი მოქმედი სამინისტრო ჩამოაყალიბებს — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტრო. 

მედიის ვერსიით, ქუმსიშვილის ადგილზე ორი კანდიდატურა განიხილება — სს „ქართული რკინიგზის“ დირექტორი მამუკა ბახტაძე და ქუმსიშვილის მოადგილე გიორგი თაბუკაშვილი.

რაც შეეხება ეკონომიკის ამჟამინდელ მინისტრ გიორგი გახარიას, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. შს მოქმედი მინისტრი მღებრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განახლებულ მთავრობაში აღარ იქნებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი —საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. გარდა ამისა, იგეგმება იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანება. აგრეთვე იგეგმება ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრების შეცვლის შემდეგ კვირიკაშვილი განახლებულ კაბინეტს პროგრამასთან ერთად პარლამენტს ნდობის მანდატის მისაღებად წარუდგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0