ოქტომბერში საქართველოს 380-მა მოქალაქემ გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა

© photo: Sputnik / Igor Zaremboბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში
ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანია საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭებას აპირებს, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიღების შანსს მნიშვნელოვნად შეამცირებს

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს 380-მა მოქალაქემ გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი გერმანიის შსს-ზე დაყრდნობით.

ამგვარად, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებმაც გერმანიაში თავშესაფარი ითხოვეს, საქართველო მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე სირიის მოქალაქეებია — ამ ქვეყნის 3 000-ზე მეტმა მოქალაქემ გერმანიაში ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა.

სექტემბერში თავშესაფრის მიღების თხოვნით გერმანიას საქართველოს 262-მა მოქალაქემ მიმართა, აგვისტოში — 217-მა.

პარიზში - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებს უვიზოდ საქართველოს დაახლოებით 90 ათასი მოქალაქე ეწვია

სულ, ოქტომბერში თავშესაფრის მიღების თხოვნით გერმანიას 15 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

გერმანიის შსს-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით თავშესაფრის მიღების თხოვნით ქვეყანას 156 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. პირველ ადგილზეა სირიის მოქალაქეები (40 000-მდე მოქალაქე), მეორეზეა ერაყის მოქალაქეები (18 000-მდე), მესამეზე — ავღანელები (10 000-ზე მეტი მოქალაქე).

2016 წლის აპრილში გერმანიაში შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ვიზიტისას გახდა ცნობილი, რომ გერმანიაში აქტიურად განიხილება საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი.

ქვეყნისთვის „უსაფრთხოს“ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ მის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი ექნებათ.

თელ-ავივი - Sputnik საქართველო
ქართველი არალეგალების დახმარებისთვის ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს

ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუ ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა დევნა და რეპრესიები, როგორც ეს ჟენევის კონვენციითა განსაზღვრული, და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უკან, სამშობლოში დააბრუნებენ, იქ მას რეალური საფრთხე არ დაემუქრება. ასეთი ქვეყნებიდან მხოლოდ პოლიტიკური დევნის შესახებ თხოვნები განიხილება.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელება შეუძლიათ.

ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 161 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან 10 000-მა ევროკავშირში ყოფნის ვადები დაარღვია.


ყველა ახალი ამბავი
0