ქართველი არალეგალების დახმარებისთვის ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს

© AFP 2024 / JACK GUEZთელ-ავივი
თელ-ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინსტრუქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უნდა ჩასულიყვნენ ტანსაცმლით, რომელიც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ფორმის მსგავსი იქნებოდა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის პოლიციამ თელ-ავივის აეროპორტის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალი ქართველი ემიგრანტებისთვის დახმარების გაწევაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით.

ადგილობრივი ხელისუფლება ქართველი და უკრაინელი მოქალაქეების ნაკადის მოზღვავებას, რომლებსაც ისრაელში არაკანონიერად დარჩენა და დასაქმება სურთ, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ საემიგრაციო პრობლემას უწოდებს. მათმა რაოდენობამ უკვე აფრიკელი არალეგალების რაოდენობას გადააჭარბა.

„ორივე დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციას აძლევდნენ, ისრაელში ჩამოსულიყვნენ ტანსაცმლით, რომელიც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელთა ფორმის მსგავსი იქნებოდა. თავისუფალი წვდომის უფლების გამოყენებით, რომელიც მათ ჰქონდათ დაკავებული თანამდებობის პირობებში, ისინი თავიანთ კლიენტებს ეხმარებოდნენ საზღვრის გადაკვეთაში კონტროლის გავლის გარეშე", — ნათქვამია პრეს-რელიზში.

პოლიციას ეჭვი აქვს, რომ თითოეული არალეგალისგან დაკავებულები „ათასობით დოლარს" იღებდნენ.

თელ-ავივის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქართველი არალეგალები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებას სასჯელის გარეშე შეძლებენ

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. იქ ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ნომრის ჯავშანი ან ნათესავის მისამართი, სადაც იცხოვრებენ, დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და ორივე მიმართულების ბილეთი.

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ისრაელის ხელისუფლება საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტირებას ახორციელებს, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს იღებენ.

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

ყველა ახალი ამბავი
0