ოპოზიციონერის „გატაცება“: დასვენება ზღვაზე თუ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება

© photo: Sputnik / Stringerკობულეთის კურორტი
კობულეთის კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციონერ გიორგი როყვას ირგვლივ მომხდარ მოვლენებს პოლიტიკური სპექტაკლი უწოდეს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გიორგი როყვამ, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ ქობულეთში აღმოჩნდა, უარჰყო ინფორმაცია მას შესახებ, რომ ის ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის წევრია და რომ ის ვიღაცამ გაიტაცა.

როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღით ადრე, რომელიც ოზურგეთშიც ჩატარდება. შარაშენიძის შტაბმა მომხდარში "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დაადანაშაულა. როყვას ოჯახს მის გაუჩინარების შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ რადგან საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია, პოლიცია საქმის გამოძიებით დაკავდა.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, როყვა არავის გაუტაცია, და მას არანაირი კავშირი არ ჰქონია შარაშენიძესთან, რადგან ის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
სად იყო დაკარგული ოზურგეთის მერის თანამოაზრე - პოლიცია დეტალებს არკვევს

„ვიყავი ქალაქ გარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ა.შ. აღნიშნულს არანაირი ადგილი არ ჰქონია. ეს განცხადება ბატონ ბეგლარის მისამართით გავრცელდა. მისი მხრიოდან არც ზეწოლის არც გატაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მე ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად. ასე რომ, აქედან გამომდინარე, არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ გახლავართ“, — განუცხადა როყვამ ჟურნალისტებს.

მედიის მონაცემებით, გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე როყვამ თავის ნაცნობს რამდენიმე სმს-შეტყობინება გაუგზავნა, რომლებშიც ის შველას ითხოვდა, რადგან მას თითქოს ოზურგეთის მერობის სამთავრობო კანდიდატის ხალხი უთვალთვალებდა. აქედან გამომდინარე, რაიონის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს როყვას ახლანდელი სიტყვების არ სჯერა და ის ამტკიცებს, რომ როყვამ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო.

„ეს არის სპექტაკლი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ რამდენჯერმე მიაკითხეთ მას სახლში და მშობლებმაც კი არ იცოდნენ, სად იყო ეს ბავშვი. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი 22 ოქტომბრიდან ყოველდღე ჩვენთან იყო შტაბში… შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას, და პროკურატურამ გახსნას ეს საქმე“, — განუცხადა ჟურნალისტებს შარაშენიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მომხდარს პოლიტიკური სპექტაკლი უწოდა.

საარჩევნო სიები - Sputnik საქართველო
ვინ მერად, ვინ კი არჩევნებზე – რა ელოდება საქართველოს მოსახლეობას 12 ნოემბერს

„გიორგი როყვა ოზურგეთშია, მისი უფლებები დაცულია. ეს პოლიტიკური სპექტაკლი დასჭირდა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბს, ბატონ შარაშენიძის შტაბს იმისათვის, რომ გადაეფარა გიორგი როყვას მიერ ორი დღის წინ გაკეთებული ღია განცხადება, როდესაც მან მიმართა პირდაპირ მედიას და განაცხადა, რომ შარაშენიძის შტაბმა მისი პირადი მონაცემები გაყალბებით შეიტანა საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა სიაში“, — განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს. 

საქართველოში 21 ოქტომბერს 64 ქალაქისა და რაიონის მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში.

 

ყველა ახალი ამბავი
0