ვინ მერად, ვინ კი არჩევნებზე – რა ელოდება საქართველოს მოსახლეობას 12 ნოემბერს

© photo: Sputnikსაარჩევნო სიები
საარჩევნო სიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას 64 ქალაქისა და რაიონების მერებიდან 58 უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების შედეგად საქართველოს ოთხი ქალაქისა და 54 რაიონის მერები უფლებამოსილების აღსრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგებიან, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე.

საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს მოქალაქეებმა 21 ოქტომბერს აირჩიეს 64 ქალაქისა და რაიონის მერები და საკრებულოს დეპუტატები. თუმცა ამ ეტაპისთვის უფლებამოსილების აღსრულებას მხოლოდ 58 მერი დაიწყებს.

საქმე ისაა, რომ ქალაქ ქუთაისში, ასევე მარტვილის, ბორჯომის, ოზურგეთის, ხაშურისა და ყაზბეგის რაიონებში მერების არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, რადგან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება.

მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება არჩეულ მერებს, ერთადერთი რაიონი, სადაც პირველივე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თიანეთია. რაიონის მთავრობას ერთ დროს მმართველი პარტიის წევრი, ამ ეტაპზე კი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0