ევროკომისია: "საქართველო - უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში"

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი და მეტეხის ციხე
ვახტანგ გორგასლის ძეგლი და მეტეხის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ჩატარებული რეფორმების კარგი შეფასება მიულოცა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში 2017 წლის იანვარ-ნოემბრის პეიოდში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელშიც ქვეყნის მაღალი შეფასება დააფიქსირა.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.

ევროკომისია კმაყოფილია

ევროკომისიის შტაბ-ბინაში შესასვლელი - Sputnik საქართველო
ევროკომისია საქართველოს ფინანსურ დახმარებას აპირებს

„საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია რეგიონში", — ნათქვამია ანგარიშში, რომლის ამონარიდები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. საუბარია 2017-2020 წლების განახლებულ დღის წესრიგზე, რომელსაც ნოემბერში მიიღებენ.

„ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებსა და სტანდარტებთან პროგრესული დაახლოების შედეგად, საქართველომ შეძლო სულ უფრო და უფრო გაეზარდა მისი მონაწილეობა საერთაშორისო წარმოების ჯაჭვში. 2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი და იმპორტის 31%-იანი წილით). 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს", — ნათქვამია ანგარიშში.

ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოს დაშვება ადგილწარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ახალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი.

ევროკომისიამ აღნიშნა ევროკავშირის მიერ ამოქმედებული უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის ქცეყნებში საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტებისათვის, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების შედეგი გახდა. ევროკომისიამ წარმატება უწოდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ასეთ პასუხისმგებლობას.

ევროკომისიას უყურადრებოდ არ დაუტოვებია საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაც.

საქართველომ შექება ეკონომიკური გარემოსთვისაც დაიმსახურა. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური კლიმატი მდგრადი აღმოჩნდა. აღნიშნულია ასევე საქართველოს მაღალი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში.

ევროკომისიამ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ტურიზმის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ევროკავშირი მომავალშიც აპირებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურადაც.

„საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ასევე თანხვედრაშია მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიან დღის წესრიგთან", — ნათქვამია ანგარიშში.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მოგვიანებით განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ.

„ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ძალისხმევა ჩადეს მტკიცე პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. მარტის თვიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზო რეჟიმით სარგებლობა. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ გაცვლას ჩვენს სტუდენტებს შორის და ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტ შესაძლებლობას. დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს. ევროკავშირი განაგრძობს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომელიც კიდევ განსახორციელებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და კვლავ ერთგული დარჩება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის სრული იმპლემენტაციის", — განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

თბილისის რეაქცია

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირს ნატოზე მეტად ენდობა

ევროკომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა", — დაწერა კვირიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რომელიც უხლოეს მომავალში ბრიუსელში გაიმართება.

„ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბრიუსელის სამიტს, რომელზეც დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული შედეგები ასევე პოზიტიურად შეფასდება", — დაწერა კვირიკაშვილმა.

„მივესალმები იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ და რომელიც ეხება განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება ჩვენი მთავრობის და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან, ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას", — განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მან აღნიშნა, რომ 2017 წელს ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქციის გატანის შესაძლებლობა მიეცათ.

„ევროკავშირი გახდა და არის ჩვენი მთავარი, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი", — ხაზგასმით აღნიშნა ჯანელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0