საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირს ნატოზე მეტად ენდობა

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის ცენტრში
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირის, ნატოს, გაეროსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირს ნატოზე მეტად ენდობა, რაც აჩვენა კვლევის შედეგებმა, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გაავრცელა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 66% ევროკავშირს ენდობა. ნდობის ხარისხის მიხედვით მეორე ადგილზეა გაერო — 56%, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მესამეზეა — 54%. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ ნდობა 25%-ს შეადგენს.

„ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა 12%-დან 6%-მდე შემცირდა, გაეროს მიმართ — 29%-დან 17%-მდე, ნატოს მიმართ — 30%-დან 18%-მდე, ხოლო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ — 59%-დან 36%-მდე", — ნათქვამია კვლევაში, რომელიც ევროკავშირის პროგრამის "ღია მეზობლობა" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
აპატურაი: ნატო მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად უნდა მუშაობდეს

ამასთან, რესპონდენტთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი დამოკიდებულება აქვს. 2016 წელს ამ თვალსაზრისს 75% იზიარებდა.

გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა განაცხადა, რომ საქართველოსა და ევრკავშირს შორის ცუდი დამოკიდებულება არსებობს. შეკითხვაზე ვერ უპასუხა 13%-მა.

რაც შეეხება ევროკავშირს, რესპონდენტთა 59%-მა განაცხადა, რომ ამ საერთაშორისო ინსტიტუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა 5%-ით შემცირდა და 3% შეადგინა. ევროკავშირის მიმართ რესპონდენტთა 34% ნეიტრალურად არის განწყობილი. შარშან ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა. შეკითხვაზე ვერ უპასუხა 4%-მა.

ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (58%) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულია. გამოკითხულთა 74% ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას ეფექტურად აფასებს.

კვლევა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვს მონაწილე ქვეყანაში 2017 წლის მარტი-მაისის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 15 წელს ზემოთ ასაკის 1000 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევა ჩატარებულია ევროკავშირის პროგრამა "ღია მეზობლობის" ფარგლებში. კერძოდ, საუბარია საპროექტო გუნდზე „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლობა — საპარტნიორო კავშირების განმტკიცება კომუნიკაციის მეშვეობით: ურთიერთქმედება ადამიანებს შორის აღმოსავლეთ მეზობლობის საშუალებით". 

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორებს" 2020 წლამდე 20 წინადადებას შესთავაზებს

2009 წელს საქართველო პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.

2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0