ევროკომისია საქართველოს ფინანსურ დახმარებას აპირებს

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისიის შტაბ-ბინაში შესასვლელი
ევროკომისიის შტაბ-ბინაში შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიას საქართველოსთვის დახმარების მიზნით 45 მილიონი ევროს გამოყოფა სურს გარე ფინანსური საჭიროებების დასაფარავად

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფა განიზრახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით.

"ევროკომისია გამოდის წინადადებით, აღმოუჩინოს საქართველოს 45 მილიონ ევრომდე ახალი მაკრო-ფინანსური მხარდაჭერა. თუ მას ევროპარლამენტი და საბჭო (ევროკავშირის) მიიღებს, ეს მხარდაჭერა საქართველოს თავისი გარე ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვაში დაეხმარება", — ნათქვამია განცხადებაში.

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველო კარგი ეკონომიკური მენეჯმენტისთვის შეაქო

ეს თანხა შეავსებს ქვეყნის მხარდაჭერის პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობით, რომელიც 2017 წლის 12 აპრილს არის მოწონებული, განმარტავს ევროკომისია.

ფინანსური დახმარებიდან 10 მილიონი ევრო გამოიყოფა გრანტის სახით, ხოლო 35 მილიონამდე — საშუალოვადიანი კრედიტების სახით "ხელსაყრელ ფინანსურ პირობებზე", აღნიშნულია რელიზში.

სახსრები გადაირიცხება ქვეყნის მიერ გარკვეული მოთხოვნების დაცვის პირობით, რომელიც საქართველომ და ევროკომისიამ უნდა შეათანხმონ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა მორიგი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ 40,7 მილიონი დოლარი უკვე მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0