წინასაახალწლო სიურპრიზი: თბილისელებს სიახლეებს ჰპირდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაახალწლო ილუმინაცია
წინასაახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება, თუ როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიასთან არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა თბილისელებს საახალწლოდ სიურპრიზების დაპირდა და ამით მათ წინასაახალწლო ინტერესი გაუღვივა.

„ახალ წელთან დაკავშირებით თბილისში გარკვეული სიურპრიზები იგეგმება", — ციტირებს ჯღარკავას ტელეკომპანია Imedi.

მისი სიტყვებით, აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაცია დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე ყვითელი მიკროავტობუსებით დაინტერესდა

კითხვაზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება თუ არა ახალი ნაძვის ხე, ჯღარკავამ განაცხადა, რომ ესეც სიურპრიზია.

წელს თბილისის მერია საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე 3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. სექტემბერში „თბილსერვის ჯგუფმა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონათურებისა და გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ტენდერის ჩატარების მიზნით მიმართა.

უკვე ცნობილია, რომ საახალწლო განათება ახალი ელემენტებით შეივსება.

რუსთაველის გამზირის გასწვრივ იგეგმება 32 ახალი ოქროსფერი ბაფთის მონტაჟი, რომელთა სიგანე 12 მეტრი იქნება. ამ ბაფთებში „განათებული ცა" გამოჩნდება.

საბაგირო ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
თბილისში „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა 10 ნოემბერს დაიკეტება

იქვე დაამონტაჟებენ სტრობოსკოპებს, ანუ მოწყობილობებს, რომლებიც გამეორებადი მკაფიო სინათლის იმპულსების სწრაფად წარმოქმნის საშუალებას იძლევა.

ცენტრალურ გამზირზე ხეებს ოქროსფერი ნათურებით მორთავენ.

საახალწლო ნაძვის ხეს ორი მხრიდან ორი ხუთმეტრიანი საახალწლო თაღი დაამშვენებს. გარდა ამისა, გამზირზე ხუთმეტრიან ბურთს დადგამენ.

ყველა ახალი ამბავი
0